22:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 11:35:18, 1010 ნახვა

საზოგადოება
გამოკითხულთა მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნის ოპტიმალური ასაკი 25 წელია

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის ოჯახის შექმნის ოპტიმალური ასაკი ოცდახუთი წელია.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის (17%) მოსაზრებით, თუ ქალისთვის ოჯახის შესაქმნელად საუკეთესო ასაკი ოცი წელია, მამაკაცების შემთხვევაში ბარიერი ოცდაათ წლამდე იწევს (18%). მონაცემის გენდერის ჭრილში გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ თუ გოგონების თითქმის ნახევარი (44%) ფიქრობს, რომ ოცდახუთი წელი იდეალური ასაკია ქალის ქორწინებისთვის, ბიჭების პროცენტული წილი აქ შედარებით მცირეა (28%).

რაც შეეხება კაცისთვის ქორწინების იდეალურ ასაკს, თუ ათიდან ოთხი ბიჭი (40%) ფიქრობს, რომ ოცდახუთი წელი ქორწინებისთვის საუკეთესო ასაკია, აღნიშნულ მოსაზრებას ათიდან დაახლოებით სამი (31%) გოგო ეთანხმება. თუ ოცდახუთი წელი 14-18 ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი ახალგაზრდების მესამედზე ნაკლებს (30%) მიაჩნია ქორწინებისთვის იდე- ალურ პერიოდად, შედარებით მაღალი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლების შემთხვევაში პროცენტული წილი მეტნაკლებად მაღალია (19-14 ასაკობრივი კატეგორია – 38%; 25-29 ასაკობრივი კატეგორია – 38%).

რაც შეეხება ბიჭების ოცდაათი წლის ასაკში ქორწინებას,  კვლევის შედეგების მიხედვით, აქ რესპონდენტების ასაკის მატებასთან ერთად, პროცენტული წილიც იმატებს (14-18 ასაკობრივი კატეგორია- 9%; 19-14 ასაკობრივი კატეგორია – 18%; 25-29 ასაკობრივი კატეგორია – 25%). ქორწინებისთვის იდეალური ასაკის შესახებ მოსაზრებები მეტნაკლებად გან- სხვავდება რეგიონის ჭრილში.

 მაშინ, როდესაც გოგონების ქორწინებისთვის ოცი წელი მისაღებია, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილისთვის (6%), რეგიონული ქალაქების და სოფლის მაცხოვრებლების პროცენტული წილი შედარებით მაღალია (17% და 25% შესაბამისად). თუმცა, რაც შეეხება ოცდახუთ წელს, როგორც ქორწინებისთვის ოპტიმალურ ასაკს, აქ ტენდენცია საპირისპიროა.

თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების თითქმის ნახევარს (44%) მიაჩნია, რომ აღნიშნული პერიოდი საუკეთესოა ოჯახის შესაქმნელად გოგონებისთვის, თუმცა რეგიონულ ქალაქებში და სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების პროცენტული წილი აქ შედარებით მცირეა (რეგიონული ქალაქები - 35%, სოფლები - 29%).

რაც შეეხება ბიჭების დაოჯახებისთვის იდეალურ ასაკს, თუ ოცდახუთი წელი სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე რეგიონული ქალაქების და თბილისის შემთხვევაში (თბილისი - 26%, რეგიონული ქალაქები - 36%, სოფლები - 43%), ოჯახის შექმნისთვის ოცდაათი წელი იდეალურად მიაჩნია პროცენტულად მეტ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდას, ვიდრე რეგიონულ ქალაქებში ან სოფლებში მცხოვრებლებს (თბილისი - 25%, რეგიონული ქა- ლაქები - 19%, სოფლები- 11%).

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics