|
2017-01-25 11:32:00, 772 ნახვა
საზოგადოება
FES: გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ მის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა დედას შეუძლია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტების დაახლოებით მესამედი აცხადებს, რომ მის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა დედას შეუძლია (34%), ხოლო შედარებით მცირე ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი პირი უმეტეს შემთხვევაში მამაა (27%). ახალგაზრდების შედარებით მცირე ნაწილი ამბობს (15%), რომ მათ მნიშვნელოვან გადაწყევტილებაზე გავლენას მეუღლე, ან პარტნიორი ახდენს. იმ შემთხვევაში, თუ გოგონების (38%) და ბიჭების (31%) თითქმის მესამედი აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენის მომხდენი პირი დედაა, მამის გავლენა შედარებით მაღალია ბიჭების შემთხვევაში (36%), ვიდრე გოგონების შემთხვევაში (18%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეუღლის / პარტნიორის გავლენაზე უფრო თამამად საუბრობენ მდედრობითი სქესის ახალგაზრდები (26%), ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენლები (5%), თუმცა მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ვერავინ ახდენს გავლენას, უმრავლესობას ბიჭები წარმოადგენენ (ბიჭი: 22%, გოგონა: 8%). რაც შეეხება რეგიონის ჭრილს, კვლევის შედეგების მიხედვით, მამის გავლენა შედარებით დაბალია თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების შემთხვევაში, ვიდრე რეგიონულ ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებთათვის (თბილისი: 18%; ქალაქი: 22%, სოფელი: 38%). თუმცა დედის გავლენა შედარებით თვალსაჩინოა თბილისში და რეგიონულ ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (თბილისი: 40%, ქალაქი: 38%), ვიდრე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების შემთხვევაში (სოფელი:26%). მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცეს- ზე არავინ ახდენს გავლენას, უმრავლესობას თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები წარმოადგენენ (20%), რეგიონულ ქალაქებთან (14%) და სოფლებთან შედარებით (12%). გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მშობლების გავლენა მნიშვნელოვნად იკლებს ასაკის ზრდასთან მიმართებაში (მამა: 14-18 ასაკობრივი კატეგორია – 35%; 19-24 ასაკობრივი კატეგორია – 27%, 25-29 ასაკობრივი კატეგორია – 21%; დედა: 14-18 ასაკობრივი კატეგორია – 47%; 19-24 ასაკობრივი კატეგორია – 35%, 25-29 ასაკობრივი კატეგორია – 23%). ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მეუღლის / პარტნიორის გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (14-18 ასაკობრივი კატეგორია – 1%; 19-24 ასაკობრივი კატეგო- რია – 13%, 25-29 ასაკობრივი კატეგორია– 29%), ვინაიდან თანაცხოვრებაში ან ქორწინებაში ყოფნის მაჩვენებელი იზრდება ასაკთან ერთად. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)