|
2017-01-25 11:00:18, 819 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. „სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მისი ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სასაზღვრო პოლიციას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. კინოლოგიის ცენტრის გახსნაც სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და საზღვრის დაცვის სფეროში ერთობლივად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა. პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა. კინოლოგიის ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებას და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღნიშნული პროექტის მიზანია კვალიფიციური მესაზღვრე–კინოლოგების მომზადება, რომლებიც, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის დაცვას მოემსახურებიან. კინოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტის ვოლიერები, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი და ვეტპუნქტი. კინოლოგიური ცენტრის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადასცა. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ახალი სასაზღვრო სექტორების მშენებლობა და სახელმწიფო საზღვრის ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღჭურვა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)