19:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 21:46:15, 2067 ნახვა

სამართალი
ბესელია: მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში განაცხადა, რომელმაც სტრასბურგში, საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების არ დამტკიცებას გამოეხმაურა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, ვინც არც მონაწილეა ამ პროცესის და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია. 

"კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭირო იქნება ხელახლა გაიაროს პროცედურა მთავრობამ და იყოს წარმოდგენილი აპრილამდე, ვიდრე აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იქნება, მოესწროს ამ პროცედურების ხელახლა გავლა და ახალი კანდიდატების წარდგენა. ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, ვინც არც მონაწილეა ამ პროცესის და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია. კომიტეტი დახურულია და ინფორმაცია კონფიდენციალურია, იცავს ამ წესებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც დიპლომატიური წარსული აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება დახურული კომიტეტის შინაარსობრივ ნაწილზე არ შეიძლება. რეალობა არის ის, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ პროცედურები იქნება გავლილი თავიდან”, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics