22:49 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 18:53:44, 944 ნახვა

საზოგადოება
„გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე“ - ენმ-ის ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შსს-ს შენობასთან გზა გადაკეტეს

"გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე", "პასუხი გაეცეს გია ცერცვაძის არარსუწლოვან შვილებს" - ამ შეძახილებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან პასუხს მოითხოვენ, თუ რატომ გადაეცა რუსეთის სპეცსამსახურებს გია ცერცვაძის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია. 

აქციის მონაწილეებმა შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. 

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა დაადასტურა საზოგადოების ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ შეგნებულად არ გააფრთხილა ქართველი ჯარისკაცი დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფრთხის შესახებ, არამედ აქტიურად ითანამშრომლა მტერთან და გადასცა რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რითიც ჩაიდინა სახელმწიფოებრივი ღალატის აქტი.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics