|
2017-01-24 18:01:43, 913 ნახვა
საზოგადოება
სამხრეთ კორეის დელეგაცია ჰიდროგრაფიული სამსახურის მუშაობას გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დელეგაცია იმყოფებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დირექტორის მოადგილე ჩანგ ვუს, ოკეანეებისა და თევზის სარეწების სამინისტროს დირექტორის მოადგილე კანგ ჰი იანგის, ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლი სუნგ კის და საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს ატაშეს ბუმი კიმის შემადგენლობით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თავიანთი ქვეყნების ჰიდროგრაფიული სამსახურების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს. კორეის დელეგაციამ საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ დანერგილი თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიები დაათვალიერა, ასევე გაეცნო სამსახურის მიერ ქაღალდისა და ელექტრონული რუკების წარმოების სპეციფიკას. შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის დაისახა სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გეგმები ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალის პოტენციალის ზრდისა (CAPACITY BUILDING) და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)