21:43 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 16:49:04, 1328 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროგრამის მოსარგებლეთა გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში.

პროფესიული სასწავლო კურსი მოიცავს სამ კომპონენტს: სწავლება პროფესიულ უნარებში (თეორიული და პრაქტიკული კურსი), უცხო ენების (რუსული,ინგლისური,თურქული არჩევით) შესწავლა და საწარმოო პრაქტიკის მიღება.

ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების უფლებით ისარგებლებენ: 1. ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები; 2. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;  3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);  4. იძულებით გადაადგილებული პირები;  5. ეკომიგრანტები 6. ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;  7. ყველა სხვა შრომისუნარიანი სამუშაოს მაძიებელი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს.

პროგრამაში ჩართვის მსურველები 2017 წლის 1 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდნენ აჭარის დასაქმების სააგენტოში შემდეგ მისამართებზე: ბათუმი - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. მობ: (+995 558) 793 585 ქობულეთი - დავით აღმაშენებელის ქუჩა #141. მობ: (+995 577) 278 706. ხელვაჩაური - ფრიდონ ხალვაშის ქ.#50. მობ: (+995 577) 278 709. ქედა - მერაბ კოსტავას ქ. #3. მობ: (+995 577) 278 715; შუახევი - ილია ჭავჭავაძის ქ. #3. მობ: (+995 577) 278 714; ხულო - თამარ მეფის ქ. #12. მობ: (+995 577) 278 716.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics