21:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 14:39:00, 1032 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სოლიდარობის ფონდს კომპანია ფრეგო შემოუერთდა

სოლიდარობის ფონდსა და კომპანია ფრეგოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

სოლიდარობის ფონდის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში კომპანია ფრეგოს თანამშრომლები ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან  ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ სოლიდარობის ფონდში  სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დასაფინანსებლად.

„მას შემდეგ რაც გავეცანით სოლიდარობის ფონდის საქმიანობას, კომპანია ფრეგომ გადაწყვიტა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და თავისი მოკრძალებული  წვლილი შეიტანოს  სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებაში. გვიხარია რომ არსებობს ასეთი ფონდი და სამომავლოდ ვგეგმავთ სიღრმისეულ თანამშრომლობას სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად“ – განაცხადა ფრეგოს დენერალურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა.

ამასთან, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ  ფონდის სახელით მადლობა გადაუხადა კომპანოა ფრეგოს აღნიშნული ინიციატივისათვის.

მანვე იმედი  გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობა გაღრმავდება.

ცნობისთვის, საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.

დაარსებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 47 კერძო კომპანიის დამსახურებით,  სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 8 874 375 ლარი იქნა მობილიზებული.

უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით სოლიდარობის ფონდმა თქვენი მხარდაჭერით სიმსივნით დაავადებული 355  ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics