|
2017-01-24 14:15:04, 1791 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: მოგვენიჭა უფლება, კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გავაკეთოთ
ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. შესაბამისი დადგენილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს: „მოგეხსენებათ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 2017 წლის დასაწყისიდან რეფორმების მთელი რიგი, რომელიც შეჯამებულად შეიძლება გამოიხატოს პაციენტის უსაფრთხოების მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიღების კონცეფციაში. ეს რეფორმები მოიცავს რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებს. დღეს მთავრობის სხდომაზე დასრულდა მსჯელობა და მიღებული იქნა მთავრობის გაადწყვეტილება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიცაა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით ადმინისტრირებული თანხების კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი და შემდგომში გასაჩივრებული ფინანსური სანქციების, თუ ჯარიმების ე.წ. ჩათვლის თაობაზე. მოკლე შინაარსი ამის არის ასეთი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს 2 სპეციალური სააგენტო, რომლის ამოცანაა, ერთის მხრივ ხარისხზე ზრუნვა, ხოლო მეორეს მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დახარჯული თანხების მიზნობრიობის შემოწმება. ამის შედეგად მთელი ამ წლების განმავლობაში იკვეთებოდა გარკვეული შემთხვევები, როდესაც კლინიკებს არასწორად ჰქონდათ მოთხოვნილი თანხები, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს ადგენდა. თუმცა, შემთხვევების უმრავლესობაში ასეთი დავები გადადიოდა სასამართლოში და გამომდინარე სადაო საკითხების მოცულობიდან და სპეციფიურობიდან, გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ, წელიწადზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში ეს სადაო თანხები იყო გაყინული, რაც სერიოზული პრობლემა იყო ერთის მხრივ ბიუჯეტის პარამეტრების ადეკვატური შესრულებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, კლინიკებთან ადეკვატური საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. დღეს მივიღეთ დადგენილება, რომლის თანახმადაც, სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, რომ მისი აზრით, არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ ჩათვლები გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. სერგეენკოს ინფორმაციით, სტატისტიკის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი დავების 95%-ზე მეტი მოგებული აქვს: „მიმდინარე საქმეები არის 21-ზე მეტ კლინიკასთან, 100-ზე მეტ შემთხვევაზე, ჯამში 8 მილონზე. გასაგებია, რომ კლინიკების ნაწილს ეს არ მოეწონებათ, რადგან გამოკვეთილები არიან კლინიკები, რომლებიც უსასრულოს ხდიან ამ სასამართლოს დავებს. ამ დადგენილებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და პირველ რიგში პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით განვახორციელოთ ეს ცვლილებები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)