19:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 13:05:03, 1654 ნახვა

სამართალი
შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისთვის მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება უქმდება

შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისთვის მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება უქმდება.

შესაბამისი ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ საქართველოს  კანონში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილია.

შემაკავებელი ორდერი პოლიციელის  მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს   ძალადობის  შემთხვევაზე  სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის  მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში ყოფნის პერიოდში ეძლევა 30 დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახის  მიღმა ძალადობის  მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე,  არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართლაწარმოების  დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის  მსხვერპლია. ცვლილებები  ძალადობის მსხვერპლი  ქალებისთვის  მოძალადის სასჯელისგან  გათავისუფლების  შესახებ ინფორმაციის დროულად  მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს  ვალდებულება მხოლოდ  ოჯახში  გამოვლენილი  ძალადობის მსხვერპლის  მიმართ  არასებობდა. „პატიმრობის კოდექსში“  შესატანი ცვლილებების თანახმად, საპატიმროს  ადმინისტრაცია ვალდებულია,  მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით  შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის  ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი პოლიცია  „პოლიციის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებებით, ვალდებული იქნება, ძალადობის  მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის  გათავისუფლების თაობაზე.

იუსტიციის სამინისტროს  მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო  ცვლილებებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics