10:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 18:15:07, 2389 ნახვა

სამართალი
ირმა ინაშვილი: დავიტოვებ იმედს, რომ მანანა კობახიძე მიუკერძოებელი იქნება

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ინაშვილი ამბობს, რომ მანანა კობახიძეს ამ შემთხვევაში აფასებს როგორც იურისტს და არა როგორც პარტიის წევრს.

"ადამიანები დავახარისხოთ პარტიული ნიშნით? თუ მე მაღალი კლასის ჟურნალისტი ვარ და სადღაც მთავაზობენ სამსახურს და ჩემი არჩევანია, რომ იქ წავიდე, რატომ უნდა ვთქვა უარი? დავიტოვებ იმედს, რომ მანანა კობახიძე იქნება მიუკერძოებელი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics