17:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 18:10:45, 2075 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე: მანანა კობახიძეზე კარგის გარდა არაფერი მესმის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, მანანა კობახიძეზე კარგის გარდა არაფრის თქმა შეუძლია.

მისივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს ისეთი აკრძალვა, რომ პარტიის წევრს არ მიეცეს მოსამართლეთა არჩევის საშუალება, შესაბამისად, დოლიძის განმარტებით საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია, ანდობს თუ არა ის მანანა კობახიძეს ამ მნიშვნელოვან თანამდებობას.

"ჩვენი კანონმდებლობით მსგავსი აკრძალვა არ არსებობს, შესაბამისად უმრავლესობის და საქართვლოს პარლამენტის გადასაწყვეტია, ანდობს თუ არა მას ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ჩემი, პირადად ანა დოლიძის მოსაზრებაა, რომ კარგზე კარგის გარდა არაფერი მესმის ქალბატონ მანანა კობახიძეზე. ესაა ჩემი პირადი, როგორც ანა დოლიძის აზრი მისი კოლეგის, იურისტის მიმართ", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics