|
2017-01-23 12:43:33, 969 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2017“ გახსნას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქალაქ ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2017" (Gruene Woche 2017) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. აღნიშნული გამოფენა, 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება. უწყების ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ყოველწლიურად ქართული კომპანიები იღებენ მონაწილეობას. წელს, საქართველოს სტენდზე 17 კომპანიის („ქიმერიონი“, „თამარის მარანი“, ,,ბებუ“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, ,,კავკასიური“, ,,გეო პრო“, „ღვინის მარანი ლილი“, ,,გეოვინო“, „ქართ valley“, „გეოჰაუსი“, „ინტერ ტრეიდი“) პროდუქცია - ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელია წარმოდგენილი. წელს, ,,მწვანე კვირეული 2017“ -ში (Gruene Woche 2017) სხვადასხვა ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 400 000 -ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას გერმანიასთან ერთად უნგრეთი წარმოადგენს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)