14:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 17:19:58, 3262 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ლარი კინგის ავტომობილი დააზიანეს

ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ლარი კინგის განცხადებით, ვაშინგტონში მომიტინგეებმა, რომლებიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აპროტესტებენ, მის ავტომობილს მინები ჩაუმსხვრიეს, - ამის შესახებ ლარი კინგი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ინციდენტის შედეგად ის არ დაშავებულა.

"ვაშინგტონში გამართული აქციის მონაწილეებმა ჩემი დაქირავებული ავტომობილის ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და ასევე ბევრი სხვა მანქანაც დააზიანეს. სტუდიაში ვმუშაობდი და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ჩემი მძღოლი ცოტა შეშინებულია", - წერს ლარი კინგი.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის საწინააღმდეგო აქციაზე 217 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ავტომობილები და მაღაზიის ვიტრინები დააზიანეს. მათ ბრალი მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ედებათ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია თბილისის დროით 21:00 საათზე გუშინ გაიმართა. ის ვაშინგტონში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა. პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკელმა კანდიდატმა დემოკრატი ბარაკ ობამა შეცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics