|
2017-01-21 12:32:18, 1031 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო ჭიათურაში 8 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჭიათურაში, სანატორიუმის შენობაში მცხოვრები 8 დევნილი ოჯახისთვის, კერძო კომპანიის თანადაფინანსებით, საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები აღნიშნულ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამინისტროს ცნობით, ჭიათურაში, გაგარანის ქ. N1-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებას წარმოადგენს და აღნიშნულ ობიექტზე კომპანია ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანისა და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების საკითხი დადგა. „სამინისტროსა და კერძო კომპანის შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამინისტრო დევნილ ოჯახებს „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სულადობის გათვალისწინებით, სახლებს შეუსყიდის. თავის მხრივ, კერძო კომპანიაც გამოყოფს გარკვეულ თანხას დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით“, - აცხადებენ უწყებაში.
(NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)