01:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 19:12:09, 452 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ყოფილი ტურბაზა „ქართლის“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა, თბილისის ზღვაზე ყოფილი ტურბაზა „ქართლის“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები 273 დევნილი ოჯახი მოინახულეს.
ამის შესახებ “ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და დევნილებს მართლაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.
„ დაისახა სამომავლო გეგმები რამდენიმე მიმართულებით. ერთერთ ვარიანტად განიხილება შენობის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც დევნილთა სამინისტროს განსაზღვრული აქვს 2 500 000 ლარის გამოყოფა.
დევნილთა სამინისტრო და თბილისის მერია ერთობლივად, უმოკლეს ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics