|
2017-01-20 20:22:06, 1032 ნახვა
საზოგადოება
„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი: ფარულ მოსმენებზე „გასაღები“ კვლავ სუს-ს რჩება
ფარულ მოსმენებზე „გასაღები“ კვლავ სუს-ს რჩება, - ამის შესახებ კამპანია “ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა გიორგი გოცირიძემ და ლიკა საჯაიამ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადეს. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება. მათივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა კონცეფცია, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სუს-ის დაქვემდებარების ქვეშ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. “მოვისმინეთ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მიერ შემუშავებული პრინციპები და კონცეფცია და ასევე, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა მოსაზრებები. ჯერჯერობით მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა იკვეთება ტენდენცია იქეთკენ, რომ შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდება. თუკი კანონში ამგვარი ცვლილება შევა, ჩვენ მივიღებთ რეალობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, საკონსტიტუციო წესრიგს უგულვებელვყოფთ, რაც ძალიან ცუდი იქნება. ქვეყანაში, სადაც საკონსტიტუციო წესრიგს არ სცემენ პატივს, შეუძლებელია დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს უსაფრთხოება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლიკა საჯაიამ, პარლამენტში გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)