09:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 18:17:27, 1104 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური საკითხების დირექტორთან ჟან-კრისტოფ ბელიართან  და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ ჰერბერტ ზალბერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს. ვიქტორ დოლიძემ  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ისაუბრა.

მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ მხარეს მადლობა გადაუხადა  მხარდაჭერისათვის. 

ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. გამოითქვა იმედი მომავალში ევროსტრუქტურებიდან საქართველოში მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების თაობაზე. 

ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა, სადაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics