|
2015-03-28 15:11:06, 1631 ნახვა
სამხედრო
მინდია ჯანელიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გორში სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა. უწყების ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტთა ახალი მისაღები ამოქმედდა, რომელიც თანამედროვე აპარატურით და ელექტრონული რიგის მართვის სისტემებითაა აღჭურვილი. მინდია ჯანელიძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კარდიო-ქირურგიული განყოფილებები დაათვალიერა და სამხედრო ჰოსპიტლის ახალ სამედიცინო აღჭურვილობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრთან ერთად, ახლადგარემონტებულ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი იმყოფებოდნენ. დღესვე, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჰოსპიტალში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)