|
2017-01-18 12:14:57, 1330 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 62%-ს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გადაწყვეტილი ჰქონდა, ვისთვის უნდა მიეცა ხმა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე (ივლისამდე) გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. კერძოდ, კითვაზე როდის გადაწყვიტეთ ვისთვის მიგეცათ ხმა საპარლამენტო არჩევნებში, 27%-მა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიიღო, 11%-მა არჩევნების დღეს, 62%-მა კი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. რაც შეეხება პარტიის მხარდამჭერების თანახმად მიღებულ გადაწყვეტილებას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე - გამოკითხულთა 75%-ს ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს, ხოლო 68%-ი - "ქართულ ოცნებას" ასახელებს. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში - გამოკითხულთა 46%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. 24%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა, 16% კი "ნაციონალური მოძრაობა". ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)