08:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 11:05:16, 1275 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხო გარემო იყო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გარემო უსაფრთხო იყო.

კერძოდ, იმ 77%- დან, ვინც განაცხადა,რომ მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, 96% ამბობს,რომ საარჩევნო უბანზე უსაფრთხო გარემო იყო.

12% აღნიშნავს, რომ გაურკვეველი იყო, რომელი ბიულეტენი უნდა გამოეყენებინათ, ხოლო მხოლოდ გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ შემავიწროვებელი და შემაშინებელი გარემო იყო.

 ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics