19:03 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 20:16:21, 1193 ნახვა

საზოგადოება
არა გაზპრომს! - ხვალ მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფომანსი გაიმართება

არა გაზპრომს! - ამ ლოზუნგით ხვალ მთავრობის კანცელარიასთან  პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" აქცია-პერფომანსს გამართავს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია, რომელმაც "კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მთავრობის კანცელარიასთან ხვალ აქცია-პერფომანსი იგეგმება, ხოლო შემდეგ კი, შესაძლოა მასშტაბური აქციები გაიმართოს.

როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს 20 წელზე მეტია, გაზპრომთან მომგებიანი ხელშეკრულება აქვს დადებული. მისი თქმით, წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ნატურით ანაზღაურების ფულადით ჩანაცვლებას, რაც ქვეყნისთვის ტრანზიტული მოგების განახევრებას გულისხმობდა.

აქვე, თამარ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების მიერ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებას აკრიტიკებს და გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავსი ქმედება „არაკომპეტენტურობის, უხერხემლობა, ქვეყნის ინტერესების ფეხებზე დაკიდების“ მაჩვენებელია.

„ენერგოუსაფრთოხება, ენერგომომარაგება ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამ ხელშეკრულების შესახებ იმიტომ, რომ პირობები არის გასაიდუმლოებული. ეს არის ყოვლად დაუშვებელი,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია და საზოგადოებამ ყველაფერ უნდა გააკეთოს, რომ სიმწრით მოპოვებული საჩვენებელი ენერგოდამოუკიდებლობა არ ჩაიყაროს წყალში.

„ტენდენცია, თავისთავად, არის ძალიან შემაშფოთებელი და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს აღიკვეთოს და ესეთი სიმწრით მოპოვებული საჩვენებელი ენერგოდამოუკიდებლობა არ ჩაიყაროს წყალში,“ - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics