18:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 11:28:51, 2238 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი 17-21 იანვარს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-21 იანვარს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტთან, მარიანო რახოისთან. მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში და ქართულ საგამოფენო სივრცეს დაათვალიერებს. 


გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, მიწვეულია, მსოფლიო ტურიზმის სავაჭრო გამოფენის მონაწილეების პატივსაცემად, ესპანეთის მეფისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სახელით გამართულ მიღებებზე.

გიორგი კვირიკაშვილი მადრიდიდან შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. წელს, ფორუმი იმართება დევიზით - "პასუხისმგებლიანი ლიდერობა" და მისი წამყვანი თემა იქნება "მეოთხე სამრეწველო რევოლუცია". საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმზე, მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics