17:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 11:52:29, 817 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ საქართველოში ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, როგორც კაცებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ საქართველოში ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, როგორც კაცებს. 19% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 4% ამბობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოში ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატებს უფრო აძლევენ ხმას, ვიდრე ქალებს, 22% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 8 % ამბობს, რომ არ იცის.

ამასთან, 69% ფიქრობს, რომ საქართველოში ქალებს პოლიტიკურ პარტიაში დაწინაურების კარგი შესაძლებლობები აქვთ, 19 % არ ეთანხმება, 11% ამბობს, რომ არ იცის.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, 60 %  აცხადებს, რომ საქართველოში ქალებს ლიდერებად არ ზრდიან, 31% არ ეთანხმება მოსაზრებას, ხოლო 8% უარს აცხადებას.

აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics