17:32 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-15 16:27:28, 1091 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ რუსთაველის თეატრთან ერთად „შობის ღამის“ საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა

„ვისოლ ჯგუფმა“ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  და ვეტარანთა ბავშვებისთვის  საახალწლო განწყობის  გასახანგრძლივებლად,  რუსთაველის თეატრთან  ერთად „შობის  ღამის“ საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა და ეცადა, ბავშვებსა და მოზარდებს, რომელთაც განსაკუთრებულად ჭირდებათ საზოგადოების ყურადღება, დაბედებოდათ  სითბო და პოზიტიური განწყობა, გარემო , სადაც სიკეთე  იმარჯვებს ბოროტებაზე და ოცნებები სრულდება.

„მოხარული ვართ, საახალწლო დღეებში ვუმასპინძლოთ ბავშვებს, რომლებსაც უნდა გავულამაზოთ საახალწლო დღეები. „ვისოლ ჯგუფი“ და რუსთაველის თეატრი აკეთებს ლამაზ წარმოდგენას. ამავე დროს,  ბავშვებს საჩუქრები გადაეცემათ. იმედია, დღევანდელი  წარმოდგენა იქნება კიდევ ერთი ბედნიერი დღე მათ ცხოვრებაში“,-განაცხადა კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“, „ვორლდ ვიჟენის“, წყნეთის დღის ცენტრის, „ბერი ანდრიას ფონდის“  ბენეფიციარებისა და  ვეტერანთა ბავშვებისთვის  სადღესასწაულო განწყობის  შექმნაზე,    „შობის ღამის“  დაწყებამდე ყველასათვის საყვარელმა „ვენდის“ გოგონებმა, „სმარტის“ ციყვმა, „დანკინ დონატსის“ კორპორაციულმა გმირებმა  და თოვლის  ბაბუამ იზრუნეს.

„შობის ღამე“-ს პრემიერა რუსთაველის თეატრში  5 იანვარს გაიმართა.  სპექტაკლის რეჟისორები არიან რობერტ სტურუა და ნიკოლოზ-ჰაინე შველიძე.

„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი  ბიზნეს ჯგუფი და  უმსხვილესი დამსაქმებელია  საქართველოში, რომელმაც   უკვე არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ  სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესშიც  დაიმკვიდრა სახელი და სუპერმარკეტების  ქსელის  განვითარებაზეც მუშაობს.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics