14:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-14 15:54:20, 2804 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უახლოეს მომავალში არ გააუქმებს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უახლოეს მომავალში არ გააუქმებს, - ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ გამოცემა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში სანქციების გაუქმება შესაძლებელია.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ ოფიციალური მოსკოვი დაამტკიცებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია და აშშ-ს სხვადასხვა მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

"თუ ჩვენ ურთიერთობის დარეგულირებას შევძლებთ, თუ რუსეთი ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარება, რატომ უნდა დავაწესოთ საქნქციები, მათ წინააღმდეგ ვინც კარგ საქმეს აკეთებს", - განაცხადა ტრამპმა.

იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება და ურთიერთობებს დაარეგულირებს. ასევე, ურთიერთობების მოგვარებას ჩინეთთანაც შეძლებს, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციების გახანგრძლივება ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტში რუსეთის ჩართულობას უკავშირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics