|
2017-01-13 12:09:48, 2513 ნახვა
ეკონომიკა
პრეზიდენტმა ონლაინ სესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების ახალ რეგულაციებს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა კანონში ცვლილებებს მოაწერა ხელი, რომელებიც ონლაინსესხებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთანაა დაკავშირებული. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ გააკეთა. „როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოსულია რიგი კანონპროექტებისა, რომელზეც პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. დეტალურად განვიხილეთ და ეს ეხება უპირველეს ყოვლისა ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთან. ვიცელმძღვანელეთ იმ ღირებულებებით და კრიტერიუმებით რგორიცაა საქართველოს ეკონომიკის განვითარება, კერძო სექტორის გაძლიერება, საზოგადოების ინტერესების დაცვა“,-აღნიშნა მაია მელიქიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს გარკვეული შენიშვნები: „რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე აიწიოს მომავალში, ამასთანვე, მოთხოვნა ფულზე ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტროში საკმაოდ დიდია“,-განმარტავს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს კითხვები-საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპრპოექტების ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკვაშირებით: „ იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ინციატორების მხრიდან. შესაბამისად, გვქონდა აქტიური კონსულტაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა მხარესთან, ასევე გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ ყველა მხარის შეხედულება და შევთანხმდით ეროვნულ ბანკთან, რომ ყველა ის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქტიური მუშაობის შედეგად აღმოიფხვრება.დავაკვირდებით ამ პროცესს. ამ რეალობიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ კანონპროექტებს ხელი მოაწეროს“,-განაცხადა მაია მელიქიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)