|
2017-01-13 12:01:38, 2379 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ახალი ცვლილება გადასახადის გადახდისგან თავის არიდების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 2017 წლიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ განისაზღვრა საკომპენსაციო თანხის ( ე.წ. „ავანსის“) გადახდის მომენტი, თუკი თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილების შეტანა რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარეობს. „მათ შორისაა, როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ისე გადასახადისგან თავის არიდების გახშირებული შემთხვევები. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დღგ-ის მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროპის საბჭოს №2006/112 დირექტივასთან. აღნიშნული მუხლი აწესრიგებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხებს. დირექტივის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება წინასწარი გადახდა (ავანსი), დღგ კი ერიცხება მიღებული თანხის ოდენობას და გადაიხდება გადახდის მიღების მომენტში. გარდა ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არსებითად წინ უსწრებს თვითონ საქონლის მიწოდებას. არსებული პრაქტიკით, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემდგომ დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, როდესაც საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს კუთვნილი გადასახადის თანხა ოპერაციის დაბეგვრის მომენტში უკვე გახარჯული აქვს. ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიებს ერიცხებათ ასობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია იმ მიზეზით, რომ დაბეგვრის მომენტში გადასახადის თანხა კომპანიებს აღარ გააჩნდათ, რის გამოც მისი ადმინისტრირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც ასევე იწვევს ბაზარზე არათანაბარი კონკურენციის პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიზანსაც აქამდე არსებული ორმაგი მარეგულირებელი ნორმის გასწორება წარმოადგენდა. ეს საკითხი განხილული იყო ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით, მათთან, ვისაც უშუალოდ შეეხება აღნიშნული ცვლილება. საგადასახადო კოდექსის ცვლილებამ მოაწესრიგა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც იძლეოდა გადასახადის გადახდის თავიდან არიდების შესაძლებლობას და ის ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)