|
2017-01-12 18:51:21, 1854 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მელია უგულავაზე: დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ პარტიიდან წასულთა ნაწილი „მალე გონს მოვა და უკან მობრუნდება“,"თუმცა იქნებიან ისეთებიც, ვინც ამ ნაბიჯს არ გადადგამს. როგორც მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "უგულავა-ბოკერიას ფრთას“ პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ ჰქონდა მიღებული. "როგორც ჩანს დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ამ ჯგუფს, რომელმაც დღეს "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. რა ფორმით და როგორ ამას დრო აჩვენებს. ვცემთ პატივს მათ აზრს, წამსვლელი წავიდა. ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი, ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო "ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვასა და გინებას დაუთმეს. უფრო მეტიც, კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს "ნაციონალურ მოძრაობაზე", ეს კი ძალიან სამწუხაროა. მთავარია, რომ ივანიშვილის გეგმა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დასუსტებულიყო და მითუმეტეს დაშლილიყო ჩავარდა", - განაცხადა მელიამ. ამასთან, მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი პოლიტიკოსი წასულა, თუმცა ამის პარტია არ დასუსტებულა. "ახლა თქვენ ხედავთ ბუნებრივ ემოციებს და არა იმ ხელოვნურ მიზანსცენებს, რომელსაც აქ რამდენიმე საათის წინ ადგილი ჰქონდა. სამწუხაროა, რომ დღეს გვგესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე. ბუნებრივია, ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება მიჭირს. "ნაციონალური მოძრაობიდან" ძალიან ბევრი პოლიტიკოსი წასულა, მათ შორის ბევრად უფრო წონოსანი, მაგრამ პარტია კი არ დასუსტებულა, პირიქით გაძლიერებულა. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის პერსონების მოძრაობა. ის, ეროვნული მოძრაობის გაგრძელებაა. ენმ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა. ამ იდეას ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერ დაამარცხებს", - აღნიშნა ნიკა მელიამ. მან "ნაციონალური მოძროაბის" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ გარეშე პარტია არ იარსებებს. "დღეს დამთავრდა "ნაციონალურ მოძრაობაში კარჩაკეტილობა, ქედმაღლობა, ნეპოტიზმი და 20 იანვრიდან განახლებული "ნაციონალური მოძრაობის" ახალი გზა იწყება. დღეს, ჩვენ განვიცადეთ ახალი იმპულსი. ეს მოძრაობა არის თქვენი და არა სააკაშვილის. თქვენს გარეშე ეს პარტია არ იარსებებს", - მიმართა მელიამ.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)