|
2017-01-12 17:12:37, 2222 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ,,არვატოცეერემ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანია „არვატოს“ შვილობილი კომპანიის, ,,არვატოცეერემ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. ქუმსიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ,,არვატოცეერემ საქართველო“ ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანიისთვის უზრუნველყოფს ექსპორტზე ორიენტირებულ მომსახურებას, რაც ადგილზე ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, კვალიფიციური კადრების დასაქმებას, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ფინანსთა მინისტრის თქმით, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელსაყრელი დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვან სტიმულს აჩენს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროექტების წამოწყებისთვის. „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა როგორიცაა „არვატო“ და იმ მომსახურების შემოტანა, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოში - ესაა ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და გარემო, სწორედ ეს გახდა ამ კომპანიის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან როგორც საკანონმდებლო დონზე, ისე საგადასახადო ადმინისტრირების დონზე. მათ მაქსიმალურად გამარტივებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში შეუძლიათ მუშაობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. ცნობისთვის, კომპანია ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა საქმიანობს და მის მიერ ქვეყანაში 3 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, ,,არვატოცეერემ საქართველო“ უზრუნველყოფს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი კომპანიის მომხმარებლის გაყიდვებისა და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც მომსახურების ექსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი საინტერესო პრეცედენტია ჩვენს ქვეყანაში. კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანელ ინვესტორებს მადლობა გადაუხადა იმ მაღალი დაინტერესების გამო, რომელიც „არვატომ“ საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ გამოხატა და კომპანიამ საქართველოში ოფისის გახსნისა და საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის, მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნას. „არვატო“ წამყვანი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ბიზნესკლიენტებს 40-მდე ქვეყანაში, 30 ენაზე უწევს მომსახურებას და კონსულტაციას ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოში საქმიანობის დაწყების მიზეზი გახდა თქვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისთვის მიმზიდველი გარემო და კარგი შესაძლებლობები, პოლიტიკური სტაბილურობა, რა თქმა უნდა,კვალიფიციური კადრები შრომით ბაზარზე. დღეს კომპანიაში დასაქმებულია 130 ადამიანი, ხოლო მომავალი 2 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება,“ - განაცხადა „არვატოცეერემ საქართველოს” დირექტორმა, მათიას მიულერმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, მათ შორის, საგადასახადო სფეროში განხორციელებული სტიმულირების ღონისძიებები, მიმართულია კერძო სექტორის წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, რამაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. (NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)