|
2017-01-12 15:07:01, 2428 ნახვა
საზოგადოება კომენტარი Lifestyle
იოჰანეს ჰანი LIBE-ს გადაწყვეტილებაზე: ეს იქნება კარგი ახალი წელი საქართველოს მოქალაქეებისთვის
მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი Twitter საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ჰანმა აღნიშნა, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი ასევე მხარდაჭერას იმსახურებს. "ეს იქნება კარგი ახალი წელი საქართველოს მოქალაქეებისთვის" - წერს ჰანი. ამასთან, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი წერს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობით მხარდაჭერით ევროპარლამენტი მტკიცე სიგნალს აგზავნის, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)