16:05 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 13:47:46, 875 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე „Snow Meeting 2017"-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12-13 იანვარს ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მონაწილეობას ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში „Snow Meeting 2017" მიიღებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით ტრანსატლანტიკური ურთიერთობების თემაზე დაგეგმილ სესიაზე გამოვა.  აღნიშნული სესიის მიმდინარეობისას მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.  

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ასევე სიტყვით გამოვლენ  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი კშიშტოფ შჩერსკი და ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექასნდრე ვერშბოუ.   ვიზიტის პირველ დღეს მიხეილ ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერს ვიქტორას პრანცკიეტს შეხვდება.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სამუშაო სესიები დისკუსიების ფორმატში, რომლებიც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებსა და ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის თემატიკას დაეთმობა.   საქართველოს დელეგაცია  მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics