16:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 10:57:33, 2070 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ კუპიურებს, კერძოდ ახალი მოდიფიკაციის 50 - ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100 - ლარიან ბანკნოტებს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics