2017-01-11 23:40:47, 1496 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სიძე დაჭრეს
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან