|
2017-01-11 18:33:15, 1331 ნახვა
პოლიტიკა
გია ჯანდიერი: რუსეთს ხელში ვუგდებთ შესაძლებლობას, ჩვენი განვითარება შეზღუდოს
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტ გია ჯანდიერს უჭირს თქმა, ეკონომიკურად წამგებიანია თუ არა ხელშეკრულება, რომლის გაფორმებასაც ქართული მხარე „გაზპრომ ექსპორტთან“ აპირებს. თუმცა, ჯანდიერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კარგი არ არის. 2-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, საქართველო „გაზპრომისგან“ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. გია ჯანდიერის შეფასებით, რუსეთს ეძლევა საშუალება, საქართველოს განვითარება შეზღუდოს: „ეკონომიკურად წამგებიანია თუარა ამას ვერ გეტყვით, რადგან რა წერია შიგნით უნდა ვნახოთ. როდესაც ამბობენ , რომ 185 დოლარით გვაძლევენო, რას გვაძლევენ და როდის, ესეც არ არის ცნობილი. ამას გარდა იაფია თუ არა, ესეც არაა ცნობილი.დღესდღეობით ბუნებრივი გაზის საფასური მსოფლიო ბაზარზე დაცემულია.რაც შეეხება პოლიტიკურად, პოლიტიკურად ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია იმიტომ, რომ ხელში ვუგდებთ რუსეთს შესაძლებლობას, მანიპულაცია მოაწყოს ამ თემით, შეზღუდოს ჩვენი განვითარება და ასე შემდეგ. პოლიტიკურად არ არის კარგი გადაწყვეტილება“, - განუცხადა გია ჯანდიერმა „ესპრესნიუსს“. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ხელშეკრულებით, საქართველო „გაზპრომისგან“ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, კალაძის მტკიცებით, ეს ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ამასთან, მინისტრის თქმით, ხელშეკრულება 2 წლიანია და პირველ წელს ტრანზიტის საფასურის ანაზღაურება ნაწილობრივ ნედლეულით მოხდება, მეორე წელს კი სრულად ფულად ანაზღაურებაზე გადავლენ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)