|
2017-01-11 10:11:15, 2213 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა საწარმოების შექმნაზე სამ ახალ გადაწყვეტილებას იღებს
მთავრობა საწარმოების შექმნაზე სამ ახალ გადაწყვეტილებას იღებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არდგომლიათკარში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება და მილიონ 300 ათას ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, კვირიკაშვილის თქმით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში, თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება.ინვესტიცია ამ შემთხვევაში 130 ათასი ლარია. ჩაის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში კი, კვირიკაშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება: „ კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცემა 25 ჰექტარი მიწის ფართობი“,- განმარტა პრემიერმა. მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ოჯახებში შესული სარგებლის კავშირზე. „თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სახელმწიფოს მიერაა ეს პროექტები დაწყებული. ისინი უპირველეს ყოვლისა, აძლევს ადამიამნებს საშუალებას, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე და დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მაცხოვრებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები ადგილობირივი წარმოების პოტენციალის შექმნის თვალსაზრისით ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ იქნება მყარი შეგნება, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში, არის ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში ცხელი სადილი იმ საღამოს, ეს არის სახლში მისული ხელდამშვენებული მშობელ. ეს კავშირი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვყიდლობთ ადგილობრივ პროდუქციას“,- აღნიშნა პრემიერმა.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)