|
2017-01-11 10:10:14, 2276 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონი ადამიანით გაიზარდა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა: “არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ დადებით სტატისტიკას, რომელიც გვაქვს. ნახევარი მილიონი ადამიანით გაიზარდა საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 2016 წელს. 6 350 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს. 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა. ეს არის ძალიან კარგი შედეგი და ეს არის შედეგი იმ საერთო ძალისხმევის, რომელსაც ვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ინვესტიციები, რომელსაც ვახორციელებთ 4 სეზონიანი კურორტების შექმნისთვის, ასევე ტურისტული მიმართულებების, ახალი გზების მშენებლობის, საჯარო-კერძო სექტორებს შორის პარტნიორული მოდელების განვითარების თვალსაზრისით არის კიდევ უფრო გასაფართოებელი, ვინაიდან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები ადგილობრივი ბიზნესისთვის და ადგილობრივი მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავლის სახით. ეს მიმართულება გაგრძელდება, გაძლიერდება. წელს არაერთ საერთაშორისო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემებში საქართველო დასახელდა, რგოორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი. ზოგიერთ გამოცემაში ყველაზე მიმზიდველი ახალი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და ეს არის ძალიან მისასალმებელი შედეგი, რომელიც გვახარებს“,- განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)