|
2017-01-10 15:11:56, 927 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარის უფროსის თანამდებობაზე ეთერ მაჭუტაძე დღეს წარადგინა. ზურაბ პატარაძემ ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ცისკარ გოგიტიძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ეთერ მაჭუტაძის გამოცდილებას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ის არის ეფექტური მენეჯერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბულვარის განვითარებისათვის. ,,დღეს ჩვენ წარვადგინეთ ბულვარის ახალი ხელმძღვანელი, ქალბატონი ეთერ მაჭუტაძე. ის ძალიან გამოცდილი კადრია, ეფექტური მენეჯერი. დარწმუნებული ვარ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქალაქის და ბულვარის საკეთილდღეოდ ქალბატონი ეთერი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და დაუღალავი შრომით ძალიან ბევრს გააკეთებს. ბულვარი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია. ეს არის ჩვენთვის სავიზიტო ბარათი და წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ეთერ მაჭუტაძის წარდგენისას . ეთერ მაჭუტაძე გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტია. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი 2012 წლიდან დღემდე მუშაობდა ააიპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" დირექტორად. ეთერ მაჭუტაძეს დამთავრებული აქვს ვორონეჟის სატყეო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის სატყეო საინჟინრო მეტყევე-ინჟინერის სპეციალობით . წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მთავარ აგრონომად, შემდეგ კი დირექტორად. ეთერ მაჭუტაძე არის 25-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი, რაც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებში ქართულ და რუსულ ენებზე.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)