14:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 21:35:55, 1099 ნახვა

საზოგადოება
რუვენ რივლინი: ისრაელი რჩება საქართველოსთან მეგობრობის ერთგული

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რუვენ რივლინის და ნეჩამა რივლინის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას და აღნიშნა, რომ წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და  ეს ვიზიტი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია. 

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც განსხვავებულ კონფესიათა და ცივილიზაციათა თანაცხოვრების მაგალითია. ეს მრავალფეროვნება ქართული სახელმწიფოს ძლიერებაა რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ებრაელთა თემმაც შეიტანა.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ბრძოლამ ჩვენი თვითმყოფადობის დასაცავად. ჩვენი ქვეყნები დღესაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი და უფრო დაცული მომავლის შექმნას ჩვენი შვილებისათვის.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დღევანდელი ვიზიტი საქართველოში ნათლად წარმოაჩენს ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, განათლებისა თუ კულტურული თანამშრომლობის უდიდეს პოტენციალს. ჩემი ისრაელში ვიზიტის დროს, მე მომეცა შესაძლებლობა უშუალოდ მენახა თქვენი ქვეყნის შთამბეჭდავი მიღწევები სხვადასხვა სფეროში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველო - ისრაელის მეგობრობის შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ისრაელისათვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისათვის.

„მე დღეს აქ მოვედი ისრაელის ხელისუფლებისაგან ნათელი გზავნილით - ისრაელი რჩება საქართველოსთან მეგობრობის ერთგული. ჩვენი სურვილია წინსვლა საერთო ვაჭრობით ყველა სფეროებში და, განსაკუთრებით გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი მიმართულებებით.

ჩვენი სურვილია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ჩვენი საერთო ღირებულებები და მეგობრობა კონკრეტულ აქტივობებში გარდავქმნათ. 

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით წარმოვთქვა სადღეგრძელო ჩვენი საერთო წარსულის პატივსაცემად, გამოვხატო მადლიერება თქვენი მასპინძლობისათვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისა და მოკავშირეობის იმედით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ისრაელი", - განაცხადა რუვენ რივლინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics