|
2017-01-09 16:46:41, 1592 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა: მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა
ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, პარტიაში სულ უფრო ცოტა რესურსი რჩება იმისათვის, რათა მხარეებმა რაიმე სახის მოლაპარაკებას მიაღწიონ. ყოფილმა მერმა იმედი გამოთქვა, რომ თუკი საბოლოოდ არსებული მცირე რესურსის გამოყენებაც ვერ მოხერხდა, მხარეები დაშორებას ცივილურ ფორმებში შეძლებენ. გიგი უგულავამ, ნიკა მელიას მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს სამწუხარო უწოდა. უგულავას თქმით, "არავისი საქმე არ არის ვისი ფრთის წარმომადგენელი იქნება იგი". "მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" არაოფიციალური შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც გიგი უგულავაც ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)