16:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 15:21:41, 2734 ნახვა

სამართალი
რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - მუხლი არ გადაკვალიფიცირდა

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 

იგი ბრალდებულად სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მულხის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.

დაზარალებული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, მუხლის გადაკვალიფიცირება არ მოხდა.

გაჩეჩილაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი მიიჩნევს, რომ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი მძიმე მუხლით აქვს წარდგენილი:

„რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, არათუ დამძიმების მიზნით, არამედ მიგვაჩნია, რომ ეს მუხლიც არაა სწორი.ერთი ორი დარტყმა, ეს იყო ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება, არ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. პოლიტიკურ ჩარჩოებში ცდილობს გადაიყვანოს ნიკა გვარამიამ, რაც აბსურდია. მოტივი იყო ნიკა გავრამიას მხრიდან პირადად მისი მამის და ბიძის  ინტენსიური ყოველდღიური შეურაცხმყოფელი განცხადებების  გაკეთება. ეს იყო ნასვამი ადამიანის დაგროვებული ბოღმა, ნიკა გარამიასგან წარმოთქმულმა შეურაცხმყოფელმა ფრაზამ გამოიწვია გაღიზიანება გაჩეჩილაძის  მხრიდან, მივიდა და დაარტყა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

პარალელურად  პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმეთა გამოკითხვები მიმდინარეობს.

რატი გაჩეჩილაძე  დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics