2017-01-08 14:04:25, 2691 ნახვა
მსოფლიო
BBC: საუდის არაბეთში ორი საშიში ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა
საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერ-რიადის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შედეგად, 2 ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა - ადგილობრივი ძალები მათ საშიში ტერორისტების კვალიფიკაციას ანიჭებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მოკლული შაჰიდის ქამრის ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ექსპერტი იყო.
როგორც BBC წერს, აღნიშნული ქამრები 2015 წელს საუდის არაბეთის სპეცსამსახურების შტაბ-ბინასთან და გასულ წელს მედინაში, მეჩეთთან მომხდარი აფეთქებისას გამოიყენეს.
ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" საუდის ფრთა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში პერიოდულად ტერაქტებს აწყობს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან