|
2017-01-08 12:55:10, 1744 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ბიბილაშვილი: ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ. როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, ამ მიზნით აღნიშნული ჯგუფი წერილობით 5 პირის ხელმოწერით მელიას ხვალ, დილის 10:00 საათზე, პარლამენტის შენობაში იბარებს. „2 დღის წინ ამ ჯგუფმა საზოგადოებისა და ამომრჩევლის ზურგს უკან, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების ცინიკური უგულებელყოფით შეცვალა დამტკიცებული საპარლამენტო სია და იქიდან ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ სხვა აზრზე. Time out-ის ფონზე მიმდინარეობს ეს ქმედებები, ჩვენი თანამებრძოლების გარიცხვა პარტიის სიიდან. ასევე ნიკა მელიას დაბარება წერილობით ფრაქციის სხდომაზე რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად. რაც შეეხება კომპრომისის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ კონფლიქტის საჯარო გამოსვლიდან ყველა ეტაპზე, პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელი ჯგუფი ცდილობდა კომპრომისის მიღწევას და ეს კომპრომისი იქნა უგულებელყოფილი. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, თუმცა არა ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერებისა და ჩვენი პრინციპების ხარჯზე“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)