17:10 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 11:55:59, 2937 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში ნავთობის გაძვირების გამო გამართულ აქციებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მექსიკის დედაქალაქ მეჰიკოში, ბენზინის ფასების 20%-ით ზრდის გამო ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გაძვირებული ფასები ძალაში 1-ლი იანვრიდან შევიდა. ამასთან, რეგიონებში გამართული აქციები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ასობით მაღაზია და ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, რის გამოც 1500-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული. 

ცნობისთვის, მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ მოსახლეობას მოუწოდა, ბენზინის ფასების ზრდის ფაქტს გაგებით მოეკიდოს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი გარდაუვალია და ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდის შედეგია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics