|
2017-01-07 16:37:17, 1150 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა
თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი, ტკბილეულის კალათები გადასცა. თბილისის საკრებულოსთან გამართულ ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. თბილისის მერმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა. „შობა გამორჩეული დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს, შობასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ალილოობა აღინიშნება. ქალაქ თბილისის მერია თბილისის საკრებულოსთან ერთად აგრძელებს ალილოში მონაწილეობის ტრადიციას. ჩვენ ვუერთდებით ამ სახალხო დღესასწაულს და საჩუქრებს გადავცემთ მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს, პატარებსა და მოხუცებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)