05:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 09:36:18, 1167 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

 „პრეზიდენტი იზიარებს განათლების რეფორმის აუცილებლობას, თუმცა მიაჩნია, რომ რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში უნდა გატარდეს",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

დოლიძის  განცხადებით,  საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს მთელ რიგ ცვლილებებს ზოგადი განათლების სისტემაში.

"მანამდეც და ახლაც აღვნიშნავთ - მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა უნდა გატარდეს ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში. ეს სულისკვეთება კი, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბავშვები თანასწორნი არიან კანონის წინაშე და რომ ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე", - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე  თქმით, როგორ ჩამოყალიბდება განათლების პოლიტიკის გარკვეული წახნაგები ეს განათლების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის პრეროგატივას განეკუთვნება.

„ჩვენ აღვნიშნეთ ამ პროცესის დასაწყისში და მომავალშიც გავამახვილებთ იმაზე ყურადღებას, რომ განათლების პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს  ძირითად კონსტიტუციურ ფასეულობებს - ეს არის თანასწორობა, რათა ყველა ბავშვს, საცხოვრებელი ადგილის  მიუხედავად, ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან განათლებაზე", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics