12:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 16:06:08, 2431 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა, ანტონიო ტაიანი გახდეს

ევროპარლამენტის მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მეგობარი, ანტონიო ტაიანი გახდეს, - ამის შესახებ „რია-ნოვოსტი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ასამბლეის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 17 იანვარსაა დაგეგმილი და ფარული კენჭისყრით გაიმართება.

როგორც მედია წერს, ანტონია ტაიანი ამჟამად ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია "ევროპელი ხალხის პარტიის" თავმჯდომარეა. ცნობისთვის, ანტონიო ტაიანი ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

"ყველაზე მეტი შანსი ამ ეტაპზე ტაიანის აქვს. სხვა რეალური კანდიდატები არიან: ჯანი პიტელა, ევროპელი სოციალის-დემოკრატების ფრაქციიდან და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნი ვერქოფშტადთი, რომელიც ევროპარლამენტის ფრაქცია "ევროპელი ლიბერალ-დემოკრატების" თავმჯდომარეა", - აღნიშნავს წყარო.

მისივე ინფორმაციით, ანტონიო ტაიანის ფრაქციას ევროპარლამენტში 751 მანდატიდან - 216 აქვს, ჯანი პეტელას ფრაქციას - 189, ხოლო ბელგიის ყოფილ პრემიერს - 69.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის მოქმედმა პრეზიდენტმა მარტინ შულცმა პოსტის დატოვების შესახებ გასული წლის ნოემბერში განაცხადა. ამასთან, შულცმა აღნიშნა, რომ გერმანიაში 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics