|
2016-12-31 17:18:52, 1548 ნახვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნო კონფრონტაციული ფონი 2016 წელს
2016 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით დატვირთული აღმოჩნდა. სხვებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელმაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება სრულიად შეცვალა. წინაასარჩევნო გარემო 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის არჩევნებამდე 1 წლით ადრე მედიაში არასასურველი მოვლენების განვითარება დაიწყო, რამაც ზოგიერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის თაობაზე, კითხვები გააჩინა. უფრო კონკრეტულად, 2015 წლის მეორე ნახევარში ტელეკომპანია„იმედში“ დაიხურა ორი ძირითადი თოქშოუ, ხოლო ჟურნალისტებსა და გადაცემის ავტორებს შრომითი კონტრაქტები შეუწყდათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა წერილობითი გაფრთხილებების შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვა თოქ-შოუს წამყვანი ეკა მიშველაძე. აღნიშნულს წინ უსწრებდა ეკა მიშველაძის განცხადება მისი და პოლიტიკოსი მეუღლის მიმართ პირადი ცხოვრების შემცველი მასალებით შანტაჟის შესახებ. „ეკა მიშველაძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს“,-ასეთია მონიტორინგის საბჭოს დასკვნა, რომლითაც ჟურნალისტი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. 2015 წელს სასამართლო დავა დაიწყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალების ტელეკომპანია „რუსთავ-2“-ის წილებთან დაკავშირებით. 2015 წლის ბოლოს დავატელეკომპანია „მაესტროშიც“ დაიწყო, რასაც გენერალური დირექტორის შეცვლა მოჰყვა. ასევე, დაიხურა ორი ანალიტიკური გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ და „ საქმიანი დილა“. კონტრაქტი შეუწყდა 4 ჟურნალისტს, რომლებმაც გადაცემის დახურვა სხვა ტელეკომპანიის ეთერში გააპროტესტეს. მთავრობა ირწმუნებოდა, რომ მედიაში პროცესები მათგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა. საყურადღებოა, 2016 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში გავრცელებული, სავარაუდოდ, პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეოები და ჟურნალისტების მიმართ მუქარის შემცველი ტექსტები, რომლითაც ამ პირების მიერ პოლიტიკური და ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვდნენ. საკმაოდ დიდ ლაქად ეტყობა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს კორცხელის ინციდენტი, რომელიც 22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები. დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების წარმომადგენლებს. შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებამ, რომელიც საღამოს საათებში ყოფილი „პირიმზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ასევე, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ზემოთ ნახსენები მოვლენების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ 2012 წელთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპერტების აზრით, გარემო წელს უფრო თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი იყო და რაც მთავარია, ორი დომინანტი პარტიის გარდა, პარლამენტში მოხვედრის შანსი სხვებსაც ჰქონდათ (ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის გააკეთა, ასევე, აირჩიეს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები). თუმცა, ამავდროულად, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მანქანის აფეთქება საარჩევნო გარემოზე და ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახა. „საარჩევნო გარემო მეტნაკლებად ნორმალურად მიმდინარეობდა. პატარა ინციდენტები, რა თქმა უნდა, იყო, იგივე კორცხელში და ზოგადად რეგიონებში, რაც მოსალოდნელიც იყო ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა, ამ აფეთქების ინციდენტმა აბსოლუტურად გადაფარა ეს ყველაფერი და სამწუხაროდ, ეს არა მარტო საარჩევნო გარემოს შეეხო, არამედ ქვეყნის იმიჯზეც ძალიან ცუდად ისახება გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ, ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარი თავი დააფიქსიროს როგორც ჩრდილოატლანტიკური სივრცის მომავალი წევრი და მივისწრაფით, რომ ნატო-ს წევრები გავხდეთ და ამავე დროს, რეალობად ჩანს, რომ შენ თურმე იმასაც ვერ უზრუნველყოფ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაატარო, ეს მთლიანობაში ძალიან უშლის ხელს ჩვენი საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებას განსაკუთრებით იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო. მთლიანობაში, თუ გადავხედავთ ამ საარჩევნო გარემოს, ძალიან პოლარიზებულია, როგორც იყო კიდეც 2012 წელს, უბრალოდ ამ არჩევნებში განსაკუთრებული ის არის, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ვერავინ იტყვის ზუსტად ვინ გაიმარჯვებს და რომელი პარტიები შევა პარლამენტში“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც 5 პარტიული პარლამენტის მოლოდინი ჰქონდა. ექსპერტ ვაჟა ბერიძის შეფასებით, ძალებს, რომლებმაც წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაცია ჩაიფიქრეს, არაფერი გამოუვიდათ და ეს ძირითადად ქართული საზოგადოების დამსახურებაა. თუმცა, მისივე განმარტებით, მსოფლიოს განვითარების დღევანდელ ეპოქაში დეპუტატის მანქნანის აფეთქების გამორიცხვა შეუძლებელია: „ძალიან ბევრი გარე და შიდა ძალაა, ვისაც არა მარტო აფეთქება აძლევდა ხელს, რომელიც ზუსტად ისე განხორციელდა, როგორც მის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული, ჩემი აზრით, ბატონი გივის ფიზიკური განადგურება ჩაფიქრებული არ იყო. არაპროფესიონალებიც კიარ დაუშვებენ ასეთ შეცდომას ტერაქტის განხორციელებისას. მაგრამ ამ ოპერაციის ავტორებს ჩაფიქრებული ჰქონდათ ის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების სტრესი გამოეწვიათ არჩევნების წინ და დაეძაბათ ვითარება, ან უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ. ესენი არიან ის გარე და შიდა ძალები, რომლებსაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარება ხელს არ აძლევდა.ასეთი ძალები ჩვენს სამეზობლოებშიც არის და იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ამბიცია აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, მაგრამ რეალობად საზოგადოებრივი აზრი საამისოდ განწყობილი არაა“,-განაცხადა ვაჟა ბერიძემ და დასძინა, რომ პირველი, ვის ინტერესებშიც ტერაქტი არ შედიოდა, ხელისუფლებაა. ექსპერტი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევდა, რომ წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესდა, თუმცა ფონი- სისხლიანი იყო: „ძალადობა, აფეთქებები, 15 წლის ბავშვის მკვლელობა, გორში სროლები, დაჭრა. სისხლიანი ფონია, თორემ ხელისუფლების მხრიდან ღია ჩარევა, როგორიც იყო 2012 წელს ნამდვილად არ არის. მთლიანობაში მეტი თავისუფლებაა გაცილებით. არის ექსცესები, არასასიამოვნო ექსცესები, რომელიც უფრო მეტად ვნებს სახელმწიფოს ავტორიტეტს საზღვარგარეთ, ვიდრე ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ. მას უჭირს თქმა, ვის ინტერესში შედიოდა დეპუტატის მანქანის აფეთქება, თუმცა ზუსტად იცის, ვის ინტერესში არ შედიოდა - ესაა პირველ რიგში ხელისუფლება. კიდევ ერთი ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი უფრო ბევრად აჟიტირებული იყო თავად ამომრჩეველთა სივრცეში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების ოცნება, რომელზეც ხმამაღლა ვერც საუბრობდნენ, ივანიშვილის წყალობით, ახდა. ცისკარიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ეს დამსახურება არ უნდა დაეკარგოს, თუმაც ისიც ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხალხს სხვა მოლოდინები ჰქონდა. ცისკარიშვილს სამართლიანი არჩევნების პირობებში, ახალ პარლამენტში სულ ცოტა 5 სუბიექტი ეგულებოდა. ექსპერტთა პროგნოზები არ გამართლდა...ბარიერის გადალახვა მხოლოდ სამმა პარტიამ-„ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, და „პატრიოტთა ალიანსმა“ მოახერხა. არჩევნებზე დამარცხდნენ მკვეთრად გამოხატული პროდასავლური კურსის მქონე პარტიები:“თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“. უფრო მეტიც, აღნიშნული პარტიებიდან ლიდერების მასობრივი წასვლის პროცესი დაიწყო. თეონა ნოზაძე
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)