2016-12-31 14:43:54, 1286 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს საახალწლო ნობათები გადასცა
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და ახალი რაიონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ და ალექსანდრე ჩიკვაიძემ მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან