05:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 22:15:14, 1413 ნახვა

პოლიტიკა
„არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი, მაგრამ არდაკარგვა სახელმწიფო აპარატში ბევრი ადამიანის მუშაობას არ ნიშნავს“

არც ერთი ადამიანი არ გვყავს  ჩვენ დასაკარგი, მაგრამ ადამიანის არდაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერმა ბოდიში მოუხდა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს, რომლებსაც, მისი თქმით, გული ეტკინათ, და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება.

"მე მინდა, იმ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, ვისაც გული ეტკინა ამ შემთხვევაში. მინდა, გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ ყველა ჩვენგანი ამას ძალიან განვიცდით. არც ერთი ადამიანი არ გვყავს  ჩვენ დასაკარგი, მაგრამ ადამიანის არდაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში. სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება და რამდენიც იქნება მოტივირებული, რომ ეს საქმე გააკეთოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი აქვე თავდაცვის სამინისტროსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს უწყება ამოტრიალებულ პირამიდას დაემსგავსა. პრემიერმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას "ურთულესი რეფორმის" გატარების დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა ამოტრიალებულ პირამიდას, როდესაც ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ზურგის თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს, ედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გვყავდეს და ასე შემდეგ. ამიტომ იძირითადად, ეს რეფორმა ეხება თავდაცვის სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. მინდა, ნამდვილად მადლობა გადავუხადო ლევან იზორიას, რომელმაც ურთულესი რეფორმა დაიწყო. როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ეს არის ურთულესი რეფორმა. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, რაღაც კუთხით ხელი შევუწყოთ. ზოგს მიეცა კომპენსაცია. მე მივეცი მითითება სოფლის მეურნეობის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, რომ პროგრამებში შევქმნათ დამატებითი სტიმულები, შევიტანოთ წამახალისებელი კომპონენტები, სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის, რომ მათ მივცეთ საშუალება, გააგრძელონ ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics